ახალი ამბები
გორელებს ინოვაციების ლაბორატორიების შექმნას სთავაზობენ

 

ინვოციების ლაბორატორიების შექმნის თაობაზე პაპუნა კობერიძეს და ნუკრი ჯოხაძეს მოსაზრებები  თომას ჰევანმა, სიდჰარტა რაჯამ, ივონა ბოროვიკმა, ნიკ კოჯუჩაროვმა და მარიამ ლაშხმა გააცნეს. 

 

ინოვაციების ლაბორატორია - ILAB გულისხმობს იმ ინფრასტრუქტურული ინსტრუმენტის შექმნას, რომელიც უფრო მეტად დააახლოებს სასწავლო პროცესს საბაზრო მოთხოვნებთან. იგი საშუალებას მისცემს სტუდენტებს ჰქონდეთ წვდომა თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებთან და აწარმოონ მათზე დაკვირვება და კვლევა ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად.

 

სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია - FABLAB გულისხმობს ქვეყანაში სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიების შექმნას, მიზნად ისახავს მკვეთრ გარღვევას საინჟინრო-კვლევითი, საწარმოო სივრცის შექმნის და განვითარების თვალსაზრისით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები