ახალი ამბები
ფორუმელებმა, ნაციონალებმა, დემოკრატებმა, ოქრუაშვილებმა - ანსამბლი დააფუძნეს

 

მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის, ფოლკლორული აიპის (არაკომერციული იურიდიული პირის) შექმნის თაობაზე, თანხმობის მიცემის წინააღმდეგ პარტია ,,ქართული ოცნების" წევრები გამოდიოდნენ. ,,ქართული ოცნების" წევრები ამბობდნენ, რომ ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტს თანხები არ გააჩნია. ეს თვით გამგეობის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ლია მერებაშვილმა დაადასტურა.  კულტურის სამსახურის უფროსი არსენ აზალაძე თვლის, რომ თავისუფალი ნაშთები შემოდგომაზე გამოჩნდება.

 

ამ ეტაპზე ანსამბლ ,,მაჩაბელასთვის" 50 400 ლარი იქნება გათვალისწინებული. ეს იმის გამო, რომ 2015 წლის დასასრულამდე 6 თვეა დარჩენილი.

 

არსენ აზალაძე თვლის, რომ ქართული ფოკლორი, როგორც ცალკე ფენომენი, ავტონომიის სახით უნდა არსებობდეს. მმართველი გუნდის წევრები კულტურის სამსახურს სთავაზობდა, რომ ანსამბლი ,,მაჩაბელა" შეეყვანათ აიპი ,,გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის" ქოლგის ქვეშ. თუმცა, ეს არგუმენტი 19 დეპუტატისთვის არასაკმარისი აღმოჩნდა. არც ის არგუმენტი აღმოჩნდა საკმარისი, რაც განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ყაჯრიშვილმა განაცხადა: ,,ხალხს სასმელი წყალი არა აქვს"

 

სხდომას 25 დეპუტატი ესწრებოდა.

 

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები