ახალი ამბები
სტალინის ძეგლები გორის მუნიციპალიტეტში
შიდა ქართლის რამდენიმე სოფელში სტალინის ძეგლები შემორჩენილია. ყველაზე დიდი ზომის მონუმენტი სოფელ მეჯვრისხევის ცენტრში დგას.

სასოფლო კლუბის წინ მდგარ მონუმენტს ორი წლის წინ კოსმეტიკური სამუშაოებიც კი ჩაუტარეს. ამავე დროს, მეჯვრისხევიდან ახალუბნის გზაზე, საბჭოთა ბელადის გამოსახულებით ქვაც კი დადეს.

კიდევ ერთი ძეგლი, რომელზეც საბჭოთა დიქტატორის საგამოსახულება წარმოდგენილია სრული სახით, სოფელ კარბში, სკოლის ეზოშია.



Print

სტატიის გამოყენების პირობები