ახალი ამბები
სტალინის ქუჩაზე გველი მოკლეს

 

საქართველოში ოფიციალურად გავრცელებულია გველების 20 სახეობა, რომელთაგან 4 შხამიანია . გველის ნაკბენის დიაგნოზით საქართველოს სტაციონარებში ჰოსპიტალიზებულია ყოველწლიურად საშუალოდ 30 - 40 პაციენტი. გეოგრაფიული მხარეების მიხედვით, ძირითადად - შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, აღმოსავლეთ საქართველოს მცხოვრებლები. 


ასაკის მიხედვით გველის მიერ დაკბენა ყველაზე ხშირია 20-50 წლის, ე.ი. ყველაზე მობილურ ასაკში (57%), ბავშვებში კი 30%- ია.


როგორც წესი, გველები ადამიანს თავს არ ესხმიან. ისინი იკბინებიან თავდაცვის მიზნით, როდესაც ადამიანი ფეხს დაადგამს ან შემთხვევით მოჰკიდებს ხელს ბალახში, თივაში, ბუჩქებში, ან მოკვლას უპირებს მას. 


ამიტომ პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა მაღალი ჩექმა, მაღალყელიანი ფეხსაცმელი, გრძელი ჯოხი, სიფრთხილე თივის ზვინებთან, ბალახებში, მინდორში, ტყეში, ქვიან ადგილებში სიარულის დროს, კოცონთან და სხვა ადგილებში. 

 

გველის შხამი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების რთული კომპლექსია. მოწამვლის სიმპტომები მრავალფეროვანია. გველის შხამით მოწამვლისას სიმპტომების გამოვლენა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ყველაზე საშიშია გველის კბენა კისრის, სახის, თავის თმიან ადგილებზე.  რაც უფრო მაღალია გარემოს ტემპერატურა, მით უფრო სწრაფად ვითარდება ინტოქსიკაცია და უფრო მძლავრად არის გამოხატული სიმპტომები.

 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით ყოველწლიურად შხამიანი გველები 500 000 ადამიანს კბენენ. მათგან ყოველ წელს 50 000 კვდება. 

 

იხ. სასარგებლო ბმული: 

 

,,როგორ მოვიქცეთ, თუ გველმა დაგვგესლა"


 
Print

სტატიის გამოყენების პირობები