,,ჩემმა მეგობარმა რომ გაიგო,
მაგან გამოაშვებინა ჩემი თავი. ერთად ვმუშაობდით ომამდე და დიდი ხანია
ვიცნობ. ცოლი ქართველი ჰყავს. ცხინვალის სასამართლომ 5 ათასი რუბლი
(დაახლოებით 300 ლარი) დამაკისრა ჯარიმა“ - განაცხადა ელდარ
გუნდიშვილმა. ის რუსეთის სამხედრო ძალების წარმომადგენლებმა 26
თებერვალს დააკავეს და 28 თებერვალს გამოუშვეს.
ელდარ გუნდიშვილის მეუღლე, მარიამ გუნდიშვილი ამბობს, რომ თანხას
პენსიის აღების დროს, გაუგზავნიან ცხინვალში. იმის გამო, რომ მისი
მეუღლე მეორედ იყო დაკავებული, ჯარიმის თანხაც ამიტომ გაიზარდა.
პირველი ჯარიმის დროს, თანხის ოდენობა 70-80 ლარს აღწევს.
ელდარ გუნდიშვილი 2020 წლის 26 თებერვალს დააკავეს და 28 თებერვალს
გამოუშვეს. მან დაკავების დროს, დაზიანებები მიიღო. როგორც თავად
აცხადებს, დაზიანებები სავარაუდოდ წინააღმდეგობის გაწევის შედეგად,
მიიღო.
ლდარ გუნდიშვილს სხეულზე სისხლჩაქცევები აღენიშნება, ამის ამსახველი
ფოტო დღეს მის სანახავად ჩასულმა სამოქალაქო აქტივისტებმა გადაიღეს.
გუნდიშვილი ამბობს, რომ დაზიანებები დაკავების დროს, კერძოდ,
სამხედროებთან ჭიდაობისას მიიღო.
,,ბატონმა ელდარმა არ მომცა უფლება თავის ჯანმრთელობაზე ვილაპარაკო.
გუშინ ყავდათ ექიმთან. ჩემი შეფასებითაც მდგომარეობა
დამაკმაყოფილებელია, საშიში არაფერია. რა მოუვიდა და როგორ მოუვიდა,
არ მომცა ამის თქმის უფლება. მე როცა ვნახე დავით ქაცარავას პოსტი,
დავუკავშირდი მას და ჩამოვედი გუნდიშვილის სანახავად. სხვას ვერაფერს
გეტყვით." - გვითხრა ვაჟა გაფრინდაშვილმა.
ანტისაოკუპაციო მოძრაობის ,,ძალა ერთობაშიას" ლიდერისთვის, დავით
ქაცარავასთვის ცნობილი გახდა, რომ გუნდიშვილი სასტიკად იყო ნაცემი.
მისი განმარტებით, დაჟეჟილობების შესახებ, უშუალოდ ელდარ გუნდიშვილის
მეუღლისგან შეიტყო.
სტატიის გამოყენების პირობები