ახალი ამბები
შიდა ქართლში ერთი დაბრუნდა, ერთი დაკარგულად ითვლება

 

,,მანქანების ერთ-ერთ სამრეცხაოში მუშაობდა ღამის დარაჯად, სავარაუდოდ, ამ დროს დაიკარგა" - განაცხადა რწმუნებულმა. 55 წლის მამაკაცს სახლში მეუღლე და ერთი შვილი ელოდება.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ამ ეტაპზე დაკარგულად 10 ადამიანი ითვლება. 14 პირი გამოჩნდა, მათ შორის, გორელი ტაქსისტი, რომელსაც 14 ივნისს დილიდანვე ეძებდნენ. 

 

13 ივნისს მდინარე ვერეს ადიდების შედეგად თბილისში გარდაცვლილების რიცხვი დღეის მდგომარეობით 13-ს აღწევს..

Print

სტატიის გამოყენების პირობები