ახალი ამბები
კასპის საკრებულოს წევრებმა მერის გადადგომის ფაქტი ცნობად მიიღეს


ხმაური იყო დღეს კასპის საკრებულოში. ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის კამათი საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მერისთვის, უფლებამოსილების შეწყვეტის ცნობად მიღებას მოჰყვა. უმცირესობის წარმომადგენლებმა სხდომაზე, მანუჩარ მერებაშვილის მისვლა მოითხოვეს, ვინაიდან, თვლიან, რომ მან მოტყუებულ ამომრჩევლებს თანამდებობდიან გადადგომის მიზეზები უნდა აუხსნას.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ მერებაშვილი მერის პოსტიდან გუბერნატორის და მაჟორიტარის გადაწყვეტილებით წავიდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საკრებულოში, მისი იმპიჩმენტი იგეგმებოდა.

ამ მოსაზრებას არ დაეთანხმნენ უნრავლესობის წარმომადგენლები და განაცხადეს, რომ მერმა გადაწყვეტილება ყოველგვარი დაძალების გარეშე, თავად მიიღო. 

კასპის მერმა მანუჩარ მერებაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება დღეს დილით დაწერა.

Qartrli.ge საუბრისას მანუჩარ მერებაშვილმა განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვება მას რამდენიმე თვის წინაც სურდა, თუმცა იმის გამო რომ პროექტები, რომელსაც მისი ხელმძღვანელობით ხორციელდებოდა,დასასრულებელი იყო აღარ გადადგა.

,,თანამდებობიდან გადადგომა რამდენიმე თვის წინაც მინდოდა, თუმცა იმის გამო, რომ გარდამავალი პოერიოდი იყო და პროექტები დასრულებული არ იყო, მაშინ განცხადება აღარ დავწერე. ვფიქრობ, რომ ის პერიოდი, რაც მე ამ თანამდებობაზე ვიყავი, ძალიან წარმატებული იყო. მიუხედავად ამისა ვფიქრობ ყოველთვის საჭიროა ახალი სახეები. არ ვაპირებ საჯარო სექტორში დარჩენას, ჩემს საქმიანობას კერძო სექტორში გავაგრძელებ. დღეს დილით დავწერე განცხადება, დავემშვიდობე თანამშრომლებს და წარმატება ვუსურვეთ ერთმანეთს. “- აღნიშნა კასპის მერმა მანუჩარ მერებაშვილმა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები