ახალი ამბები
დღეს გორის ჰოსპიტალში ბრიფინგის ჩატარება არ ჩათვალეს საჭიროდ
დღეს, 10 მარტს, გორის საკარანტინო სივრცეში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ბრიფინგი არ გაიმართა. დღეის მდგომარეობით გორის საკარანტინო სივრცეში მდგომარეობა არ შეცვლილა.

ყოველდღიურ შეხვედრაზე, რომელიც 11 საათზე იმართება, ჰოსპიტალის დირექტორი პაციენტების რაოდენობასა და მათი მდგომარეობის შესახებ, საუბრობს.

9 მარტის მონაცემებით კი, აქ დაკვირვების ქვეშ 22 პაციენტი იმყოფება. 7 მარტს სახლში 4 პაციენტი გაუშვეს, 8 მარტს კი, - ახალი 2 პაციენტი მიიღეს.

ჰოსპიტალის წარმომადგენლის განცხადებით, ახალი პაციენტები ბულგარეთის მოქალაქეები არიან.

,,სამხედრო ჰოსპიტალში დაკვირვების ქვეშ იმყოფება 22 პაციენტი, ამათგან 4 სამხედრო მოსამსახურე, 4 ბულგარელი, 1 ირანელია." - განაცხადა სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორმა დავით ბარლიანმა.

მისი ინფორმაციით, საკარანტინო სივრცე 4-მა ირანელმა დატოვა.

საქართველოს მასშტაბით კორონავირუსის 15 შემთხვევაა დაფიქსირებული.
Print

სტატიის გამოყენების პირობები