ახალი ამბები
,,ევექსის" ხელმძღვანელობა ხაშურში სამშობიარო განყოფილების დახურვაზე ფიქრობს
ხაშურის რეფერალურ საავადმყოფოს ადმინისტრაციის წარმომადგენლები სამშობიარო განყოფილების დახურვაზე ფიქრობენ. ამის შესახებ qartli.ge-ს ,,ევექსის" პრეს-სამსახურში განუცხადეს.

საავადმყოფო ,,ევექსს" ეკუთვნის:

,,როგორც ვიცი, საკმარისი მშობიარეები არ არიან. თბილისის მენეჯმენტი ფიქრობდა დახურვაზე, თუმცა, რა გადაწყვეტილება მიიღეს, ჯერ ამის შესახებ, არ ვიცით" - გვითხრა პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი ნიორაძემ.

სამშობიარო განყოფილების ხელმძღვანელი კახა ხელაძე კომენტარს არ აკეთებს. მისი ცნობით, მედიისთვის ინფორმაციის მიწოდება პარასკევს შეეძლება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები