ახალი ამბები
მერიაში ნათესაური კომპანია ,,შეაპარეს"

 

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მიხედვით, ინტერესთა კონფლიქტის გამოვლინება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით ხორციელდება. ამ უკანასკნელის მიხედვით კი ფიზიკური პირის მეორე შტოს ნათესავის კატეგორიად ითვლება პირველი შტოს ნათესავის (და, ძმა) მეუღლე.  

 

15 ივნისის მდგომარეობით, კომპანიამ აღნიშნულ ტენდერში ვერ გაიმარჯვა, რადგან სატენდერო კომისიის მიერ დაწუნებულ იქნა მის მიერ წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა, სამაგიეროდ, ამავე კომისიის მიერ მიცემულ ვერც 3 დღიან ვადაში გაასწორა და შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთა ,,დაზუსტებული" დოკუმენტაცია. 

 

საქმე იმაშია, რომ 2015 წლის 15 ივნისს ჩატარდა ტენდერი ქ გორში ქუჩების ასფალტის საფარის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, კერძოდ,  შევჩენკოს, ლეონიძის ქუჩების და თამარ მეფის ქუჩის მონაკვეთის რეაბილიტაციაზე, ღირებულებით არაუმეტეს 438 461 ლარი; ხოლო  მაჩაბლის ქუჩის და ჩიხის, გალუსტაშვილისა და აღმაშენებლის ქუჩების რეაბილიტაციაზე, ღირებულებით არა უმეტეს -336 997 ლარი. ჯამში 775 458 ლარზე.

 

15 ივნისს ტენდერში მონაწილეობა, მხოლოდ,  ერთმა კომპანიამ ,,ვერელი +"-მა მიიღო. სატენდერო კომისიამ წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა  კომპანია ,,ვერელი +"-ს დაუწუნა, რადგან მთელ რიგ პუნქტებში სამშენებლო კომპანიას არასწორად აქვს მითითებული ხარჯთაღრიცხვის მონაცემები, ხშირ შემთხვევაში გაბერილი. სატენდერო კომისიის დასკვნის საფუძველზე იმავე დღეს გორის მერმა თავის ნათესავს მისწერა, რომ 3 დღის ვადაში წარადგინოს დაზუსტებული მონაცემები.

 

ერთ-ერთი დავალება, რაც გორის მერმა ,,ვერელი +"-ს მისცა, იყო ის, რომ კომპანიას, 2012 წლის პირველი იანვრიდან დღემდე შესრულებულ 500 000 ლარიან სამუშაოებთან დაკავშირებით, შესაბამისი დადებითი რეკომენდაციები უნდა წარედგინა. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა ჯერ კიდევ ექსკლუზიურად 2014 წლის 7 აპრილს მოამზადა მასალა, სადაც ნათლად ჩანს, რომ კომპანიამ უხარისხოდ შეასრულა ასფალტის სამუშაოები ახალი ბაზრის მიმდებარედ. ეს იმ დროს, როდესაც მაშინდელმა მუნიციპალიტეტის გამგეობამ სამუშაოები 2014 წლის 31 მარტს ჩაიბარა.

 

,,ვერელი +"-სთან დაკავშირებით Qartli.gE-მ ჟურნალისტური გამოძიება ჯერ კიდევ 2014 წლის დეკემბერში მოამზადა.


ფოტოზე: მარჯვნივ ამჟამინდელი მერი და მარცხნივ მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი, ამჟამინდელი საკრებულოს თავმჯდომარე

Print

სტატიის გამოყენების პირობები