ახალი ამბები
ძმები რომელაშვილები ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ
ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონატზე, რომელიც თავისუფალ ჭიდაობაში გუშინ დასრულდა, ძმებმა რომელაშვილებმა მედლები მოიპოვეს.

ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების სააგენტო ავრცელებს.

ვერცხლის მედალს ზურაბ რომელაშვილი დაეუფლა (100 კგ), ხოლო ბრინჯაოს მედალს - გიორგი რომელაშვილი (92 კგ)

ორივე მათგანი ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის აღზრდილები არიან. მათი ოჯახი პატარა ლიახვის ხეობიდან, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, დევნილი გახდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები