,,თავისუფალი დემოკრატების" წევრი ხათუნა ხათაშვილი თვლის, რომ საბავშვო ბაღებში თანამშრომლების დანიშვნა, უშუალოდ, საბავშვო ბაღის გამგის კომპეტენციაში უნდა შედიოდეს. ის ასევე თვლის, რომ ამის შესახებ გადაწყვეტილებას აიპის ხელმძღვანელი არ უნდა იღებდეს.
,,ქართული პარტიის" წარმომადგენლებმა საკითხს ასევე მხარი არ დაუჭირეს, მხოლოდ, ერთი მიზეზით: ,აიპის ხელმძღვანელი კადრებს კონკურსის წესით არ დანიშნავს" - ასეთი ეჭვი აქვს აღნიშნული ფრაქციის ხელმძღვანელს თეო ტლაშაძეს.
,,თუ გაკეთდება ჩანაწერი, რომ აიპის დირექტორი კადრებს კონკურსის წესით დანიშნავს, მაშინ მხარს დავუჭერთ" - განაცხადა თეო ტლაშაძემ.
მარლენ ნადირაძემ, ,,ქართული ოცნებიდან", თეო ტლაშაძის მოთხოვნას უსაფუძვლო უწოდა, რადგან მისი თქმით ამ ეტაპზე საკრებულო მხოლოდ ,,აიპის" დაფუძნების თანხმობის მიცემაზე მსჯელობს.
,,კონკურსის შესახებ ჩანაწერი ამ დოკუმენტში არ იწერება. ჩვენ თავიდანვე ეს წესი, ძირითადად, დებულებაში ჩავწერეთ, სადაც აღნიშნულია, რომ კონკურსები და, შესაბამისად, გასაუბრებები გამგეობის გარესამსახურებს არ ეხებათ" - განაცხადა მარლენ ნადირაძემ.
სტატიის გამოყენების პირობები