კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შიდა ქართლის სახელმწიფო
რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი რეგიონში მდებარე სასურსათო
მაღაზიათა ქსელების წარმომადგენლებს და მენეჯერებს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაცია რწმუნებულის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურმა
გაავრცელა. პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ სავაჭრო ქსელებში მარაგები
საკმარისია და მომარაგების პროცესიც შეუფერხებლად მიმდინარეობს.
ასევე, აღნიშნეს რომ სავაჭრო დაწესებულებები სრულად იცავენ
უსაფრთხოებისა და ჰიგიენის წესებს, იყენებენ დეზობარიერებსა და
ანტიბაქტერიულ სითხეებს.
,,გვესმის, რომ მოსახლეობა დაძაბულია და მსოფლიოში შექმნილ ვითარებას
განიცდის. ამიტომ, რეგულარულად ვხვდებით შესაბამისი ორგანიზაციების
წარმომადგენლებს, რათა ამომწურავი ინფორმაცია მივიღოთ და შესაბამისად,
რისკები შევამციროთ.“ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი
საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, ამოქმედებულია საკოორდინაციო სამუშაო
ჯგუფები მხარის რწმუნებულების ხელმძღვანელობით. საკოორდინაციო ჯგუფებს
კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში
სოზარ სუბარი უწევენ.
იხ. ამავე თემაზე:
გორში
სუპერმარკეტების ქსელში ფასებს ამოწმებენ
სტატიის გამოყენების პირობები