ახალი ამბები
,,ჩემს გადაყენებას აპირებენ" - დაპირისპირება ხაშურის საკრებულოში

 

,,იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემს გადაყენებას აპირებენ, საქმის კურსში ვარ. როგორც ჩემი პირადი ინფორმაციით, ასევე, საკრებულოს თავმჯდომარემ ვაჟა შუბითიძემ პირადად გამომიცხადა. მიზეზი პოლიტიკურია. როგორც მოგეხსენებათ, მე თავისუფალი დემოკრატების წევრი ვარ. მართალია საკრებულოს თავმჯდომარემ მითხრა, რომ ჩემი საწინააღმდეგო არაფერი აქვს, თუმცა ზეწოლებს ვეღარ უძლებს. ეს ზეწოლა მოდის, როგორც გუბერნიიდან, ასევე ძალოვანი უწყებებიდან." - განაცხადა გიორგი ცხადიაშვილმა.

 

მისი გადაყენების შესახებ ინფორმაციას ფლობს საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ილია კაპანაძე:

 

 "საკრებულოში უკვე ეძებენ 6 დეპუტატს, რომლებიც მისი გათავისუფლების საკითხს სხდომაზე დააყენებენ" - გვითხრა ილია კაპანაძემ.

 

გიორგი ცხადიაშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე 2014 წლის ივნისის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მუშაობს. იგი 2010-2014 წლის მოწვევის საკრებულოს დეპუტატიც იყო.

 

ბრიფინგს ,,ბრალდების" ადრესატები არ გამოხმაურებიან.

Print

სტატიის გამოყენების პირობები