ახალი ამბები
ქვახვრელში ეკლესიის მოძღვარმა სოციალურად დაუცველებს პროდუქტი დაურიგა
ქვახვრელში ეკლესიის მოძღვარმა პროდუქტები სოციალურად დაუცველ მოსახლეობას დაურიგა.

ფქვილი, შაქარი, ზეთი და ა.შ. პირველადი მოხმარების პროდუქტი ეკლესიის ეზოს წინ გაანაწილეს.

,,პროდუქტი იმ ოჯახებს დაურიგდა, სადაც მრავალშვილიანი დედები ცხოვრობენ, ასევე, ვისაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები ჰყავთ. მე, როგორც ვიცი, მამა დავითმა ამ ოჯახებისთვის მოძებნა პიროვნება, რომელმაც ეს პროდუქტები ბავშვებისთვის გაიღო" - აცხადებს სოფლის წარმომადგენელი საკრებულოში, დავით ადუაშვილი.

მამა დავითი ამჟამად სოფელში ამაღლების ტაძრის მშენებლობას უდგას სათავეში. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ერთ-ერთი პირველი ეკლესიაა, რომელიც ამ სახელს ატარებს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები