ახალი ამბები
აბუხალოს მონასტერთან ტყის საფარს ხანძარი გაუჩნდა
ქარელის მუნიციპალიტეტში, აბუხალოს ნასოფლართან ტყიფს საფარს ცეცხლი გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძრის კერა აბუხალოს მონასტრის ქვევით ფიქსირდება.

,, მამათა მონასტრის ტერიტორიაზე ტყის ქვედა საფარს უკიდია ცეცხლი. ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის 4 ჯგუფი" - გვითხრეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. 

აბუხალოს მონასტერი ქარელიდან 35 კმ მანძილზე მდებარეობს. მონასტერში 8 გამოქვაბულისგან შედგება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები