ფოტოზე: თორნიკე ეგნატაშვილი (საკრებულოს წევრი პარტიული სიით, ,,ქართული ოცნება", რუისის მკვიდრი)
საქმე ეხება 2015 წლის 22 მაისს, ავტობანზე, რუისელების მიერ გამართულ აქციას, სადაც ადგილობრივებმა ნაკვეთებზე მისასვლელი გზების მოწესრიგება მოითხოვეს. აღნიშნული აქცია ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. ზაზა გულიაშვილმა გუბერნატორთან გამართულ შეხვედრაზე განმარტების სახით მაშინ თქვა, რომ აქციის უკან თანაგუნდელები დგანან.
როგორც გუშინ, 26 ივნისის საკრებულოს სხდომაზე გაირკვა, გულიაშვილის თქმით, ამის უკან ქარელის მაჟორიტარი პარლამენტარის ლერი ხაბელოვის გუნდის წევრები იდგნენ.
საკრებულოს სხდომის დამთავრებამდე რამდენიმე წუთით ადრე თორნიკე ეგნატაშვილმა რაიონის გამგებელს ჰკითხა, თუ როდის დასრულდება 22 მაისს მის მიერ შეპირებული გზის მშენებლობა. ზაზა გულიაშვილმა თორნიკე ეგნატაშვილს უპასუხა, რომ წერილობით გასცემდა პასუხს, რადგან თორნიკე ეგნატაშვილს მოსახლეობასთან გამგებლის ნათქვამი არასწორად მიაქვს.
ამ ფრაზამ თორნიკე ეგნატაშვილის გაღიზიანება გამოიწვია. მან გამგებელს მოსთხოვა განემარტა, თუ რა ინფორმაცია მიაწოდა მოსახლეობას არასწორად.
ამის შემდეგ მხარეებს შორის რუისის აქცია დეტალურად გაირჩა. ზაზა გულიაშვილმა თორნიკე ეგნატაშვილს, სხვებთან ერთად, აქციის ორგანიზებაში დასდო ბრალი.
ზაზა გულიაშვილის მხარე დაიჭირა რუისის მაჟორიტარმა წარმომადგენელმა საკრებულოში გია კუთხაშვილმა. კუთხაშვილმა აქციის წინა დღეს სოფელში დაფიქსირებულ პროცესებზე ილაპარაკა.
იხ. საქმის გარჩევის ამსახველი მასალა უკომენტაროდ.
სტატიის გამოყენების პირობები