ახალი ამბები
,,სახელმწიფო მანქანაა და მოძრაობის წესების დარღვევის უფლება მაქვს"

 

შემთხვევა დღეს შუადღეს გორის ცენტრში მოხდა. სახელმწიფოს კუთვნილი პიკაპის მძღოლი აკრძალულ ზოლში გადავიდა და საავარიო სიტუაცია შექმნა. მოქალაქის შენიშვნაზე,  მოძრაობის წესების დაცვის შესახებ, მისი გაღიზიანება გამოიწვია.  დარღვევის შესახებ ,,112"-ს ეცნობა და გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიცია.

 

,,გამოძახებაზე მივდიოდი და ამიტომ დარღვევის უფლება მაქვს. მე პოლიციელი არ ვარ და სირენა არც მექნებოდა ჩართული" - განაცხადა სახელმწიფო მოხელემ. ცოტა ხანში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი გამოცხადდა.  ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებამდე მტკიცებულებების წარდგენა მოითხოვა. 

 

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს გამოძიების ჩატარება და იმ ვიდეოჩანაწერების ამოღება ეთხოვა, რომლითაც სტალინის გამზირზე განთავსებული აფთიაქები და სუპერმარკეტები გარკვეულ რადიუსში პერიმეტრს აფიქსირებს..

 

ახსნა-განმარტების ჩამორთმევის შემდეგ საპატრული პოლიციის ეკიპაჟმა სამართალდარღვევის ოქმი გამოწერა და გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის მანქანა ადმინისტრაციული წესით დააჯარიმა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები