გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული ხაშურის რაიონის სოფელ ფლევში, მოხუცი ქალბატონის საცხოვრებელ სახლში გაქურდვის მიზნით შევიდა, მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან 2 დღეში დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).
სტატიის გამოყენების პირობები