ახალი ამბები
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ერგნეთსა და კარალეთში იმყოფებოდა
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური შიდა ქართლში ჩავიდა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საგუშაგოები მოინახულა.

თავდაპირველად, ერგნეთში იმყოფებოდა, შემდეგ კი, გორის შესასვლელში მოწყობილ საკონტროლო გამშვებ პუნქტთან მივიდა და საგუშაგოებზე არსებულ სიტუაციას გაეცნო.

„მოვინახულეთ საოკუპაციო ხაზი, ჩამოვედით ცხინვალის მიმართულებებით აქაც სიმშვიდეა და სიწყნარეა . გაიჟღერა ინფორმაციამ, თითქოს ძალები მოვაკელით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტსა და კრიმინალურ პოლიციას და სხვაგან გადავიყვანეთ, - არანაირად, პირიქით დღეს უფრო მეტი პოლიციელი დგას საოკუპაციო ზოლზე ვიდრე აქამდე იდგა. „ - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

გორში საკარანტინო 5 პუნქტი ფუნციონირებს. დილით საგუშაგოები 1-ელი ქვეითი ბრიგადის ხელმძღვანელობამ მოინახულა.

მე-11 ბატალიონის შტაბის უფროსის ხელმძღვანელის, კახაბერ ჩიტიშვილის განცხადებით, პირველი ქვეითი ბრიგადა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს წარმატებით ეხმარება.

,,მოგახსენებთ, ქალაქ გორში, ფუნქციონირებს 5 პუნქტი, აღნიშნულ პუნქტებზე სამხედრო მოსამსახურეები, შს სამინისტროს ძალებთან ერთად, ატარებენ მოქალაქეებისთვის თერმოსკრინინგს, ასევე მანქანების დამუშავებას შესაბამისი ხსნარებით, მაქსიმალურად ჩართულები ვართ ვირუსის პრევენციის მიზნით" - განაცხადა კახაბერ ჩიტიშვილმა.

დილიდან გორის საკარანტინო პუნქტებზე მანქანებს დეზინფექციას უტარებენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები