პროგრამის - #თიბისიშენთვის ფარგლებში, მომხმარებლების ცხოვრების
გასამარტივებლად, თიბისი სადისტრიბუციო კომპანიებს ინოვაციურ პროდუქტს
- სადისტრიბუციო ბარათს სთავაზობს.
თუ აქამდე, დისტრიბუტორებს და სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებს
პროდუქციის მიღების დროს ნაღდი ფულით ანგარიშსწორება უწევდათ, 15
აპრილიდან, მათ შესაძლებლობა ექნებათ ანგარიშსწორება უსაფრთხო
ალტერნატივით - ბარათით გადახდით ჩაანაცვლონ.
ინოვაციური პროდუქტით სარგებლობისთვის, სადისტრიბუციო კომპანიების
წარმომადგენლებმა სპეციალურად მათთვის შექმნილი ბარათი, ხოლო
მეწარმეებმა პოს-ტერმინალი უნდა გამოიყენონ, რომელსაც სადისტრიბუციო
გადახდის ფუნქციონალი დაემატება.
თიბისის გადაწყვეტილებით, ყველა სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც
ბარათს მიმდინარე წლის 1 ივნისამდე აიღებს, ერთი წლის განმავლობაში
ბარათის საკომისიო გადასახადისგან განთავისუფლდება. გარდა ამისა,
სადისტრიბუციო კომპანიებს, რომლებიც უნაღდო ანგარიშსწორების ახალ
შესაძლებლობას გამოიყენებენ, სადისტრიბუციო ტრანზაქციბზე დარიცხული
საკომისიო გადასახადი 1 ივნისამდე გაუუქმდებათ. დამატებითი ხარჯების
გარეშე იქნება შესაძლებელი სავაჭრო ობიექტებში არსებულ
პოს-ტერმინალებზე შესაბამისი ფუნქციონალის გააქტიურებაც.
სადისტრიბუციო კომპანიებმა ბარათის მისაღებად 15 აპრილიდან
კორპორატიულ ბანკირებს უნდა მიმართონ ან განაცხადი თიბისის სატელეფონო
ცენტრით (032 2 27 27 27) დააფიქსირონ. სავაჭრო ობიექტების
წარმომადგენლებს პოს-ტერმინალზე ფუნქციონალის დამატების მოთხოვნის
შესახებ განაცხადის დაფიქსირება ასევე თიბისის ცხელ ხაზზე
შეუძლიათ.
სადისტრიბუციო ბარათისა და პოს-ტერმინალზე აღნიშნული ბარათით
ანგარიშსწორების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე:
სტატიის გამოყენების პირობები