ახალი ამბები
გორში კვერნაკისა და წმინდაწყლის დასახლებაში ნებიერას პროდუქცია მოძრავი მანქანით გაიყიდება
14 აპრილს, გორის 2 უბანში, ,,ნებიერას" პროდუქცია მოძრავი მანქანით გაიყიდება. ამის შესახებ ინფორმაცია საწარმოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

ადმინისტრაციის ცნობით, მოძრავი მანქანა კვერნაკისა და წმინდაწყალის დასახლებაში მივა.

წმინდაწყალზე, რძის პროდუქტების საწარმოს მოძრავი მაღაზია, #4 საბაშვო ბაგა - ბაღის მიმდებარედ, 13 საათიდან 15 საათამდე გაჩერდება, ხოლო კვერნაკის დასახლებაში, მერვე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, - 15 საათიდან 17 საათამდე.

,,გთხოვთ გაითვალისწინოთ უსაფრთხოების წესები. COVID -19-დან გამომდინარე, ნატურალური უსაფრთხო პროდუქციის შეძენის დროს დაიცვათ დისტანცია." - მიმართავს რძის საწარმოს ხელმძღვანელობა აღნიშნული უბნების მოსახლეობას
Print

სტატიის გამოყენების პირობები