,,ზუსტად ამ დღეს, სამი წლის წინ, კარალეთის დასახლებაში, მაშინდელი ხელისუფლება სასტიკად გაუსწორდა კოალიციის ლიდერებს და მხარდამჭერებს, მაგრამ სამწუხაროდ ეს ფაქტი დღემდე გამოუძიებელია." - აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ლაშა ჯიოშვილი.
ახალგაზრდებმა საზოგადოებას, ამჟამინდელ ხელისუფლებას და პროკურატურას, კიდევ ერთხელ შეახსენეს იმ ადამიანების სახელები და გვარები, ვინც ეს ფაქტი დაგეგმა და ჩაიდინა.
,,ვერ დავივიწყებთ, 2012 ჩვენი ისტორიაა...მოვითხოვთ სამართლიანობის აღდგენას" - ასეთი წარწერები იყო აღნიშნული პლაკატებზე.
სტატიის გამოყენების პირობები