ახალი ამბები
დღეს მეუფე ანდრია 51 წლის გახდა
დღეს, 24 აპრილს გორისა და ატენის მიტროპოლიტ ამდრიას 51 წელი შეუსრულდა.

მიტროპოლიტი ანდრია (ერისკაცობაში ამირან გვაზავა)1969 წლის 24 აპრილს ქალაქ სოხუმში დაიბადა.

ამირანი 1974 წელს სოხუმის საშუალო სკოლაში შევიდა და 1985 წელს დაამთავრა. ამავე წელს სასწავლებლად ხარკოვის უმაღლესი სამხედრო საავიაციო-საინჟინრო სასწავლებელი აირჩია და იქ 1988 წლამდე სწავლობდა.

1989-1994 წლებში კი სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო ინსტიტუტი დაამთავრა. 1995 წლის 15 აპრილს ბერად აღიკვეცა და ეწოდა ანდრია.

დაახლოებით წელიწადნახევარში, 1996 წლის 17 სექტემბერს დიაკვნად აკურთხეს, 3 თვის შემდეგ, 13 დეკემბერს კი მღვდლად დაასხეს ხელი.

1997 წელს მიიღო იღუმენის წოდება და დავითგარეჯის მონასტრის წინამძღვარი გახდა. 1998 წლის 18 ოქტომბერს ეპისკოპოსად აკურთხეს და 2001 წლამდე საგარეჯოსა და გურჯაანის ეპისკოპოსი იყო.

2001 წლის 20 ოქტომბერს კი სამთავისისა და გორის ეპარქია ჩააბარეს. 2006 წლის 16 ნოემბერს მიიღო მთავარეპისკოპოსის, 2010 წლის 25 მაისს კი მიტროპოლიტის წოდება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები