ახალი ამბები
უფლისციხესთან მანქანა მდინარე მტკვარში გადავარდა - გარდაცვლილია მძღოლი
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში მანქანა მტკვარში გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია მძღოლი, 42 წლის მამაკაცი. 

შემთხვევა 24 აპრილს საღამოს მოხდა.  შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს. ავტომანქანაში მხოლოდ ერთი ადამიანი იმყოფებოდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები