ახალი ამბები
თბილისში ინფექციონისტებმა ერთობლივი შეხვედრა გამართეს
თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში ერთად შეიკრიბნენ ის ექიმები, რომლებიც ყველაზე უფრო აქტიურად არიან ჩართულნი კორონავირუსის ინფექციასთან ბრძოლაში.

,,ეს შეხვედრა იყო მნიშვნელოვანი, რადგან განიხილეს წინასწარი შედეგები. პირველ ქართულ გამოცდილებაზე, წარმატებულ ნაბიჯებზე და გამოწვევებზე. ძალიან დიდი იმედია, რომ თითოეული ადამიანის ცოდნა და გამოცდილება გაიზარდა. მომავალ მართვაში წარმატებული ნაბიჯებია" - აღნიშნა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი თქმით, ცალკე მედიკამენტების გამოყენების შესახებ მსჯელობა არ ყოფილა.

,,იყო საუბარი მედიკამენტ პლაქველინის შესახებ. გამოვიყენებთ ისე, როგორც ქართულ პროტოკოლში შედიოდა, ოღონდ რჩება ისე, როგორც წერია. ის უნდა დაენიშნოს საშუალო, მძიმე და განსაკუთრებულ მძიმე შემთხვევებს." - განმარტა ცერცვაძემ.

ცერცვაძემ ისაუბრა ასევე ბათუმის გამოცდილებაზე, სადაც პაციენტების მიმართ ოზონოთერაპია გამოიყენეს. ოზონოთერაპიის წყალობით სამ პაციენტს ვირუსი გაუქრა თანაც მეშვიდე და მე-9 დღეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები