ახალი ამბები
სასულიერო პირის სახლში ქურდები შევიდნენ

 

,,აშკარად ეტყობა ოთახს, რომ აქ ვიღაც იყო შემოსული. ეს მოხდა შაბათს საღამოს, მე არ ვიყავი სოფელში. აზრი არა აქვს პოლიციას მივმართო, იმიტომ, რომ იაგო საურის ხელში ამ საქმის გამოძიება არ მოხდება. ის ისევე ,,გამოიძიებს" ჩემი ფერმის დაწვას, მანქანის დამტვრევას და სახლის დაწვას, როგორც ამ ბოლო დროინდელ ფაქტს. უნდობლობას ვუცხადებ პოლიციას." - აცხადებს მამა გრიგოლი.

 

სასულიერო პირი ფიქრობს, რომ მის წინააღმდეგ ახალი ტალღა აგორდება და განახლებულ ფერმერულ მეურნეობას გაუნადგურებენ. 

 

,,ვაკეთებ მცირე ფერმერულ მეურნეობას, მინდა პატარა მეფრინველეობის ფერმა გავაკეთო, მოვიყვანო მოსავალი, სადაც ასევე დასაქმებული იქნება ადგილობრივი მოსახლეობა. ეს ყველაფერი არ აწყობს იმ ხალხს, ვინც მე მებრძვის წლების განმავლობაში" - ამბობს მამა გრიგოლი (გოგიჩაძე).

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცხელ ხაზზე შეტყობინება არ შესულა.

 

იხ. ამავე თემაზე:

 

სასულიერო პირის მანქანას თავს დაესხნენ

Print

სტატიის გამოყენების პირობები