ახალი ამბები
ქარელში დაკავებული კობა კობაიძე სასულიერო პირია
ქარელში დაკავებული კობა კობაიძე სასულიერო პირია, რომელიც წარმოშობით სოფელ ურბნისიდანაა.

სამოქალაქე რეესტრის მიხედვით, ის დღემდე სამოქალაქო სახელით სარგებლობს. 1986 წელს დაბადებული კობა კობაიძე ყინწვისის მონასტრის სქემ-იღუმენი მამა დავითია (აქიაშვილი). საკუთარი გვარი მეუფე იობმა მისცა და მისი შვილობილი იყო.

შსს-ს ცნობით, ის ქალაქ ქარელში, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა, გორის რაიონის სოფელ რიეთის საავტომობილო გზაზე გადაადგილებისას, სავარაუდოდ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა დაზარალებულის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

იხ. ამავე თემაზე

ყინწვისის ძმების ამბავი


Print

სტატიის გამოყენების პირობები