ახალი ამბები
ადვოკატი დაკავებულ მღვდელს შეხვდა - ყინწვისის სქემ-იღუმენი ბრალს უარყოფს
ცოტა ხნის წინ ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე დაკავებულ სასულიერო პირს შეხვდა, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებასა და განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი.

შეხვედრის შემდეგ ადვოკატმა განაცხადა, რომ სქემ-იღუმენი დავით აქიაშვილი (კობა კობაიძე)  ბრალს უარყოფს და აცხადებს, რომ მას იარაღი არ ქონია. ადვოკატი იმასაც აღნიშნავს, რომ სასულიერო პირი დუმილის უფლებას იყენებს:

,,ამბობს, რომ არ ქონია იარაღი, ასევე აინტერესებს მანქანა, რომელსაც უნდა აღენიშნებოდეს ტყვიის კვალი, ასევე, არის თუ არა პირდაპირი მოწმე ამ შემთხვევაში. ბევრი კითხვის ნიშანია, რომლის გარკვევას შევეცდებით" - განაცხადა ადვოკატმა კობაიძემ
Print

სტატიის გამოყენების პირობები