ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
დილის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 582 დადასტურებული შემთხვევაა მათ შორის 207 გამოჯანმრთელებული და 7 გარდაცვლილია.

გაზრდილი მონაცემების შესახებ, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ, ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"დაგვემატა 16 ახალი შემთხვევა, ამ ეტაპზე ჩვენს კლინიკებში და კოვიდცენტრებში 368 პაციენტი მკურნალობს, წყაროები უცვლელია _ ყველა წყარო ცნობილია.

ჩვენს კლინიკას დაემატა 7 ახალი შემთხვევა, აქედან 1 არის მძიმე კრიტიკული მდგომარეობით, რომელიც მაღალი ასაკის არის, თანმხლები დაავადებებით. ამ 7 ადამიანში _ 3 მოზარდია და მთი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საერთი ჯამში ჩვენ 13 მოზარდი გვყავს. მთლიანად ჩვენს კლინიკაში 47 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. 1 კრიტიკული გვყავს და 5 მძიმე პნევმონიით "

კარანტინის რეჟიმში 5025 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ _ 540.

უცხოეთიდან სამკურნალოდ, საქართველოს 3 მოქალაქეა გადმოყვანილი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები