ახალი ამბები
უხვმა ნალექმა გორში პრობლემები შექმნა
რამდენიმე წუთიანი წვიმისა და მცირე სეტყვის შემდეგ გორში პრობლემები შეიქმნა. კომბინატის დასახლებაში ქუჩები დაიტბორა. 

ერთ-ერთ ქუჩაზე მანქანებმა გადაადგილება ვეღარ შეძლეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, ტანას ხეობაში ბნავისის მიმართულებით დაისეტყვა.

თუმცა, გორის მერიის პრესს- სამსახურში აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებულ სავარგულებს ნალექმა პრობლემები არ შეუქმნა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები