არასამთავრობო ორგანიზაციის, ,,თავისუფალი ზონის" წევრების მიერ ბანერების აღების შემდეგ ამ პირობის ასრულება საფრთხის წინაშე დადგა. ყოველ შემთხვევაში ხურვალეთელები ამას შიშობენ.
,,ახლა ნამდვილად არსებობს ეს შიში" - ამბობს გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი.
საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია? - ჰკითხა სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ შერიგების საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა.
ქეთევან ციხელაშვილს და შს სამინისტროს ანალიტიკური სამსახურის წარმომადგენლებს ეს ინფორმაცია არ გააჩნიათ.
სტატიის გამოყენების პირობები