ახალი ამბები
ზეღდულეთში წვიმის გამო ნათესები დაიტბორა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში მიწის ნაკვეთები წყლით დაიტბორა.

ქეთინო საათაშვილის ბოსტანში წყალი იმ არხიდან შევიდა, რომელმაც ჭარბი წყალი ვერ გაატარა. 

,,ისედაც ბევრი შემოსავალი არ გვაქვს. ამ წყალმა ხახვი გაგვინადგურა. გვიან ღამით დაიწყო წყალმა გადმოსვლა. სოფლის გამგებელს დავურეკე, იქნებ რამე ეშველა, მაგალითად არხის წყალი სხვაგან გადაეგდოთ, მაგრამ ნეტა შენაო" - ამბობს ქეთინო საათაშვილი, ზეღდულეთის მკვიდრი.

ოჯახი დახმარებას ითხოვს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები