2015 წლის 7 ივლისს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ გორის მერიას გაუგზავნა წერილი, რომლის მიხედვით ფონდმა მერიას საცურაო აუზის რეაბილიტაციის მიზნით შემდეგი პირობებით სამუშაოების ჩატარება შესთავაზა:
ფონდი გრანტის სახით დააფინანსებს პროექტის ღირებულების 30%-ს, ხოლო 50%-ს გადასცემს მუნიციპალიტეტს კრედიტის სახით. მერია საკუთარ შემოსავლებიდან მხოლოდ 20%-ს გაიღებს. (სესხის დაფარვა 10 წელი; შეღავათიანი პერიოდი არაუმეტეს 18 თვე; სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი 11%." - ასეთია პირობები.
ფონდი ასევე აღნიშნავს, რომ პროექტის სავარაუდო ღირებულება არის 2 მლნ ლარი.
ამის შემდეგ მერიამ საკრებულოს აცნობა, რომ მუნიციპალიტეტის მიერ სესხად ასაღები თანხა არაუმეტეს 1 მლნ ლარის ოდენობით მოხდება. გრანტი საჩუქარი იქნება.
რაც შეეხება დასახელებული პროექტის განხორციელებისთვის საჭირო 20%-ის ოდენობის თანადაფინანსების თანხას, მაქსიმუმ 400 000 ლარის ოდენობით, შესაძლებელია, მოზიდულ იქნას 2015 წლის განსახორციელებელი პროექტების ფარგლებში ქალაქ გორის საცურაო აუზის შენობის რეაბილიტაციის თანხის 2016 წლის განსახორციელებელ პროექტებში გადატანის გზით.
ამ წინადადებას ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და ,,ქართული პარტიის" წარმომადგენლებში გაურკვევლობა გამოიწვია.
მინდია გოდერძიშვილი ამბობს, რომ სესხის თანხა დიდია, ხოლო ,,ქართული პარტიისთვის" უცნობია, რა ფორმის შენობა აშენდება. შესაბამისად, მათ თავი შეიკავეს კენჭისყრაში მონაწილეობისგან.
სტატიის გამოყენების პირობები