ახალი ამბები
ძამას ხეობის დაცარიელებულ სოფელ მუხილეთში პირველი მოსახლე გაჩნდა
სოფელ მუხილეთში, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისგან დაცლილია (განსაკუთრებით ეთნიკური ოსებისგან), თბილისისი პოლიციის უფროსის მოადგილემ ალექსანდრე სანდოძემ აგარაკი იყიდა.

დაახლოებით 5 ათასი კვ.მ ფართის მიწა 4300 დოლარად შეიძინა და ის დეკლარაციაში მითითებულია, როგორც ქალაქი ქარელი.  ჩვენ კი მისი ზუსტი ადგილმდებარეობა დავადგინეთ. ხაშურში დაბადებულმა სანდოძემ ძამას ხეობაში მიწის ფართობი 2017 წელს შეიძინა.

სოფელი მუხილეთი: ჩანს მონასტერი, კელიები  და მიტოვებული სახლი



საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, სანდოძის მიწის ნაკვეთი ორი მდინარის: ტყემლოვანასა და მუხილეთისწყლის შესართავთან მდებარეობს.



აქვე გადის ტყემლოვანამდე მისასვლელი გზა, რომლის რეაბილიტაცია ამჟამად მიმდინარეობს. ტყემლოვანასთან მდებარეობს ისტორიული ქოზიფას მონასტერი.

ალექსანდრე სანდოძე დღესაც თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეა. ამონაწერში მითითებულია, რომ მიწის ნაკვეთი პრივატიზაციის შედეგადაა შეძენილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები