ახალი ამბები
მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობა შიდა ქართლიდან 35 331 ადამიანმა მიიღო
გორის, ქარელის, ხაშურისა და კასპის რაიონებიდან მეორე მსოფლიო ომში 35 331 ადამიანი იყო გაწვეული. ამის შესახებ მონაცემები სპეციალურ საიტზეა განთავსებული.

საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა - 14 761 კაცი.

ამავე მონაცემებით, ყველაზე მეტი მოხალისე გორიდან 16 319 წავიდა. შემდეგ მოდის ხაშური - 9104; კასპიდან - 5935; ქარელიდან - 3973.

რაც შეეხება ქვეყნის მონაცემებს, საქართველოდან მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობა 447 567 ადამიანმა მიიღო.

საბჭოთა კავშირის გმირის ორდენები კი მიანიჭეს:

ს. გალუსტაშვილს (გორის რაიონიდან);
ი. ხმალაძეს, ს. ასლამაზიშვილს და გ. თვაურს (კასპის რაიონი);
ს. კოზანოვს (ქარელის რაიონი);
გ. სამხარაძეს, გ. პაპუაშვილს (ხაშურის რაიონიდან).

ბ. ზუმბულიძე; ნ. იუფეროვი, ვ. ნანეიშვილი - ქ.გორი

Print

სტატიის გამოყენების პირობები