ახალი ამბები
შიდა ქართლში მეორე მსოფლიო ომის 21 ვეტერანი ცხოვრობს
მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75 წელი გავიდა. 9 მაისს პოსტსაბჭოთა ქვეყნები ომში ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვებას აღნიშნავენ. საქართველოში ეს დღე ოფიციალურად 1946 წლის 9 მაისიდან აღინიშნება.

შიდა ქართლში მეორე მსოფლიო ომის სულ 21 ვეტერანი ცხოვრობს. ინფორმაცია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის შიდა ქართლის სამმართველოს ხელმძღვანელის, ზვიად საბაშვილმა გაგვაცნო.

მათ შორის გორის მუნიციპალიტეტში - 6; კასპში - 7; ხაშურში - 4, ხოლო ქარელში - 2 ვეტერანი. ორი მათგანი კი დევნილია ერედვისა და დიდი ლიახვის ხეობებიდან და ისინი წეროვნის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობენ.

გორის, ქარელის, ხაშურისა და კასპის რაიონებიდან მეორე მსოფლიო ომში 35 331 ადამიანი იყო გაწვეული. საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა - 14 761 კაცი.

მისივე ინფორმაციით ვეტერანებს შორის ასაკით უფროსია გორელი ვეტერანი იროდიონ ტაბატაძე, რომელიც 100 წლის გახლავთ. ხოლო შემდეგ ქალბატონი ლიდია ნემსაძე, რომელიც ივნისში შესრულდება 100 წლის.

,,სამწუხაროდ, დღევანდელი მდგომარეობის გამო ვერ შევძელით ჩვენი ვეტერანებისთვის რაიმე ღონისძიების მოწყობა თუმცა ჩვენ მათ უყურადღებოდ მაინც არ დავტოვებთ და ჩვენი სამსახური მათ მედლებს გადასცემს. ასევე, სხვადასხვა პროდუქტებსაც დავურიგებთ. შეგახსენებთ, რომ თვითონ მუნიციპალიტეტებიც ყოველწლიურად ფინანსურად ეხმარებიან ჩვენს ვეტერანებს."" - განაცხადა ზვიად საბაძემ.

აღსანიშნავია, რომ ვეტერანებისთვის გასაწევი ყოველწლიური ფულადი დახმარება მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე გამოიყურება:

გორის მუნიციპალიტეტის მერია ვეტერანებს 300 ლარით ეხმარება;

ხაშურის მერია- 300 ლარით; ქარელის მერია- 500 ლარით; კასპის მერია კი - 1000 ლარით.


Print

სტატიის გამოყენების პირობები