ახალი ამბები
კინო 1 ლარად რეგიონებში

 

კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, ფილმის ჩვენებამდე, მაყურებელს განუცხადა, რომ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს კინომატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, რეგიონებში კინოინდუსტრიის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, მსგავს ინიციატივას საქართველოს 19 მუნიციპალიტეტში იჩენს. 


კინოჩვენებები ადგილობრივი მუნიციპალიტეტების კულტურის სახლებსა და ცენტრებში იმართება, რომლებიც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ ეკრანებითა და პროექტორებით აღიჭურვა. ფილმების ჩვენებიდან მიღებული შემოსავალი ადგილობრივ ცენტრებს დარჩება.

 

პროგრამაში 2013-2015 წელს გადაღებული ფილმები შედის, რომელიც ფართო აუდიტორიისთვის ნაკლებად ნაცნობია, თუმცა მსოფლიოს წამყვან ფესტივალებზე წარმატებას მიაღწია.

 

ფილმების ჩამონათვალი:


„კრედიტის ლიმიტი“ - რეჟ. სალომე/ნუცა ალექსი-მესხიშვილი
„მანდარინები“ - რეჟ. ზაზა ურუშაძე
„გრძელი ნათელი დღეები“ - რეჟ. ნანა ექვთიმიშვილი, სიმონ გროსი
„მე ვარ ბესო“ - რეჟ. ლაშა ცქვიტინიძე
„პატარძლები“ - რეჟ. თინათინ ყაჯრიშვილი
„სიმინდის კუნძული“ – რეჟ. გიორგი ოვაშვილი
„შემთხვევითი პაემნები“ - რეჟ. ლევან კოღუაშვილი
„ყარასტანში დაკარგულნი“ - რეჟ. ბენ ჰოფკინსი

 


რეგიონების ჩამონათვალი:

 

კასპის კულტურის სახლი, ფოთის ფოლკლორის ცენტრი,

სსიპ ხულოს თეატრი, მარტვილის კულტურის სახლი,

გორის კულტურის ცენტრი,

მარნეულის კულტურის სახლი,

ყვარლის კულტურის სახლი,

ბაღდადის კულტურის ცენტრი,

ლანჩხუთის კულტურის ცენტრი,

დედოფლისწყაროს კულტურის ცენტრი,

ლაგოდეხის კულტურის ცენტრის კინოთეატრი „სინემა“,

თიანეთის კულტურის ცენტრი,

ნინოწმინდის კულტურის სახლი,

ონის კულტურის ცენტრი,

ხარაგაულის კულტურის ცენტრი,

დუშეთის კულტურის ცენტრი,

შპს „საჩხერის კინო“,

თელავი - ა(ა)იპ კისისხევის კულტურის სახლი,

ა(ა)იპ ხაშურის ახალგაზრდული ცენტრი.

 

კასპში ჩვენებას საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გორგაძე, საქართველოს კინომატოგრაფიის ეროვნული ცენტრის რეგიონული პროექტების დეპარტამენტის უფროსი კონსტანტინე ჩლაიძე, რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი ნინი კასრაძე. ასევე შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი, მოადგილე გურამ მაჭარაშვილი, კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი და სხვ. ოფიციალური პირები დაესწრნენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები