ახალი ამბები
ცხინვალში რუსეთიდან სამხედრო კურსანტების მორიგი ნაკადი დაბრუნდა
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კურსანტთა ნაწილი დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში დაბრუნებას კვლავ განაგრძობს. კორონავირუსთან დაკავშირებით 14 მაისს ცხინვალში 14 კურსანტი ჩავიდა.

ისინი ორი კვირის განმავლობაში სასტუმრო ,,ალანში" იცხოვრებენ. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ოფიციალური სააგენტო ,,რესის" ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სასწავლებელში, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთიდან, სულ 270 კურსანტი სწავლობს.

რაც შეეხება კორონავირუსს, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, არც ერთი შემთხვევა დადასტურდა. რეგიონში სულ 30 დადასტურებული შემთხვევაა. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, ალა გაგლოევას განცხადებით, ბოლო 24 საათში, ტესტი 48 ადამიანს ჩაუტარეს.

ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 6 მაისს დადასტურდა. საგანგებო მდგომარეობა 31 მაისამდეა გამოცხადებული.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები