ახალი ამბები
გორის ბაზრის მაღაზია მოქალაქემ უხარისხო ყველის გამო დააჯარიმებინა
გორის აგრარული ბაზრის, ,,გეორგია 21"-ეს მარკეტში სარეალიზაციოდ განთავსებული ყველი უხარისხო აღმოჩნდა. ამის შესახებ დასკვნა სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენებმა დღეს მოამზადეს.

დასკვნაში განმარტებულია, რომ საჩივარი მოქალაქიისგან მიიღეს, გადამოწმების შემდეგ კი, დაადგინეს, რომ მაღაზიაში ყველის რეალიზაცია ეტიკეტირების წესების დარღვევით იყიდებოდა.

მოქალაქემ მაღაზიაში ყველი 2020 წლის 11 მაისს იყიდა. სახლში მისვლისას ნახა, რომ ხარისხტი სტანდარტს არ შეესაბამოდა. ტელეფონით სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს აცნობა და მაღაზიის შემოწმება მოსთხოვა.

,,სახლში ვნახეთ, რომ ეს იყო არა თუ რძისგან, არამედ ფხვნილისგან გაკეთებული ყველი. სააგენტოს მისი შემცველობის დადგენაც მოვთხოვე, თუმცა მითხრეს, რომ ისინი ვერ დაადგენდნენ, თუ რისგან იყო გაკეთებული ყველი. მათ მხოლოდ ის გააკეთეს, რაც შეგვიძლიაო" - გვითხრა მოქალაქემ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მაღაზიაში პროდუქტი შეამოწმეს და აღმოაჩინეს, რომ დარღვევა იყო ყველის რეალიზაციის წესი, ხოლო სხვა ყველა პროდუქტი სათანადოდ იყო განთავსებული.






Print

სტატიის გამოყენების პირობები