სხვადასხვა სახის აქტივობები 27 ივლისს ქალაქის მასშტაბით დაიწყება.
სტალინის სახლმუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, 18:00 სთ-ზე გაიმართება როკ ფესტივალი ,,გორი 2015’’ და მასში მონაწილეობას ჯგუფი ,,კანუდოსი’’ და Third Side Justice მიიღებენ.
ფესტივალის პარალელურად, სპეციალურად მოწყობილ სივრცეში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საზჯანდაცვის რეგიონული მართვის დეპარტამენტის შიდა ქართლის განყოფილება მოსახლეობისთვის ჰეპატიტებზე უფასო ანალიზებს გააკეთებს.
28 ივლისს ღონისძიებათა ციკლი 12:30 გორის კულტურის ცენტრის მცირე დარბაზში, საინფორმაციო შეხვედრით დაიწყება.
შეხვედრაზე საზოგადოების წინაშე მოხსენებით წარსდგებიან: გორის კულტურის ცეტნრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჟანა ადუაშვილი, ქ.გორის მერიის სოციალური პროგრამების ხელმძღვანელი, არასამთავრობო ორგანიზაცია კავშირი „ნაბიჯი მომავლისაკენ“ დირექტორი ქეთევან ბიძინაშვილი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საზჯანდაცვის რეგიონული მართვის დეპარტამენტის შიდა ქართლის განყოფილების უფროსი.
18:00 საათზე გაგრძელდება როკ ფესტივალი ,,გორი 2015’’ და მასში მონაწილეობას მიიღებენ Vanilla Cage და The Jetbird
ორი დღის მანძილზე დაგეგმილ ღონისძიებათა ცილში მონაწილეობას მიიღებენ გორში მოქმედი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, მოსწავლე-ახალგაზრდები, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები (კლინიკები, საავადმყოფოები) და სხვა დაინტერესებული პირები.
სტატიის გამოყენების პირობები