ახალი ამბები
გორის 11 სოფელს მაღალმთიანი დასახლების სტატუსს მიანიჭებენ
გორის 11 სოფელს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიანიჭებენ. ამის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრეს-სამსახურის ცნობით, კანონში "მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" ცვლილებები შედის. ცვლილებების პაკეტი პარლამენტს საქართველოს მთავრობამ წარუდგინა.

ცვლილებების მიხედვით, სტატუსი მიენიჭება შემდეგ სოფლებს: ბერშუეთი, ახალუბანი, მეჯვრისხევი, ქერე, ხურვალეთი, ჯარიაშენი, აძვი, ფლავი, ფლავისმანი, ქვემო ხვითი და ქვეში.

ყველა აღნიშნული სოფელი გამყოფ ხაზთან მდებარეობს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები