ახალი ამბები
საქართველოში COVID-19-ის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 10
21 მაისის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და დადასტურებულმა შემთხვევებმა 721-ს მიაღწია.

ინფორმაცია stopcov.ge-ზე დღეს განახლდა.

აგრეთვე, 21 ომაისის მონაცემებით, 24 საათში COVID-19-სგან კიდევ 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა და განკურნებული პაციენტების რაოდენობამ 485 შეადგინა.

ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციით საქართველოში 12 ადამიანი გარდაიცვალა, კარანტინის რეჟიმშია 3,519 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ 351 პაციენტი რჩება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები