ახალი ამბები
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო
ცხრა კლასის განათლების მქონე პირები შეძლებენ სწავლა განაგრძონ ინტეგრირებულ პროგრამებზე და მიიღონ დიპლომი, რომელიც უთანაბრდება სრული ზოგადი განათლების ატესტატს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. განცხადების მიხედვით, საბუთების მიღება პროფესიული განათლების მიმღებ 10 კოლეჯში უკვე დაიწყო. საბუთების მიღება 10 აგვისტომდე გაგრძელდება.

საქართველოში პროფესიული განათლების მიღება ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია. სახელმწიფო სრულად აფინანსებს სწავლას სახელმწიფო სასწავლებლებში და ნაწილობრივ კერძო კოლეჯებში, პრიორიტეტულ მიმართულებებზე.

,,შემუშავდა ჩარიცხვის ახალი მიდგომა, რომელიც ზრდის ახალგაზრდების, სოციალურად დაუცველი და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების პროფესიულ განათლებაზე წვდომას. პროგრამებზე, რომელზეც არ დაფიქსირდება კონკურსი, აპლიკანტები ჩაირიცხებიან ეროვნული ტესტირების გარეშე, დაწესებულების შიდა შერჩევის გზით. რეგისტრაციისთვის, კოლეჯების ჩამონათვალის და სხვა დამატებითი ინფორმაციის სანახავად იხილეთ ბმული" - აღნიშნულია განცხადებაში.

მთელი საქართველოს მასშტაბით საჯარო და კერძო პროფესიული დაწესებულებები სტუდენტებს 120 პროფესიულ პროგრამაზე მიიღებენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები