ახალი ამბები
ტინისხიდიდან 8 თვის წინ გაუჩინარებულ მამაკაცს ისევ ეძებენ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდიდან დაკარგულ მამაკაცს ახლობლები ისევ ეძებენ.

ტინისხიდის მკვიდრი 32 წლის კახაბერ ავაზნელი ოჯახის წევრებმა ბოლოს გასული წლის 10 ნოემბერს ნახეს. მათი თქმით, დაკარგული მამაკაცი მას შემდეგ არავის უნახავს.

კახა ავაზნელის და ანი მარიამიძე, საზოგადოებას კვლა თხოვნით მიმართავს:

,,ჩემი ძმა უკვე მერვე თვეა დაკარგულია. ძალიან გთხოვთ, გულთან ახლოს მიიტანოთ ჩემი სატკივარი და თუ ვინმემ სადმე ნახოთ შემატყობინოთ. ჩემ ძმას აქვს მეტყველების პრობლემა,“-ამბობს დაკარგული მამაკაცის და.

შინაგან საქმეთა სამინისტრო სამძებრო სამუშაოებში 2019 წლის 15 ნოემბრიდან ჩაერთო, თუმცა მის კვალს დღემდე ვერ მიაკვლიეს.

იხ. ამავე თემაზე:
32 წლის კახაბერ ავაზნელს ახლობლები 10 დღეა ეძებენ
ტინისხიდიდან გაუჩინარებულ მამაკაცს სამი თვეა ეძებენ
Print

სტატიის გამოყენების პირობები