ახალი ამბები
ბიბილოვი კარანტინიდან გაქცეული კურსანტების მშობლებს შეხვდა
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა მშობლები დაადანაშაულა იმაში, რომ მათი შვილები კარანტინიდან გაიქცნენ. ამის შესახებ  დღეს გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, არსებობს ინფორმაცია, რომ მშობლები შვილების ქმედებას მხარს უჭერდნენ. გუშინ შუადღეს საკარანტინო სივრციდან 25 კურსანტი გაიქცა. ისინი 14 დღის განმავლობაში იზოლაციაში უნდა ყოფილიყვნენ, რადგან რუსეთიდან დაბრუნდნენ.
მშობლებიც არიან დამნაშავენი." - წერს ცხინვალის მედია.

ბიბილოვი თქმით, მშობლები, რომლებიც კადეტებს უყურებენ, როგორც შვილებს, გააფუჭებენ მათ.,,ან ჩვენ აღვზრდით, როგორც ნამდვილ კაცებს, რომლებმაც ხვალ უნდა დაიცვან სამშობლო. ჩვენ შთავბერავთ იმ თაობის სულს, რომელიც იბრძოდა სანგრებში, სიცივეში, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი გამარჯვებით დასრულდა", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ანატოლი ბიბილოვმა გაიხსენა, რომ იზოლირებულნი არიან არა მხოლოდ კადეტები, არამედ მშვიდობიანი მოქალაქეებიც.

"ახალშობილთა და მოხუცებულთა ქალები 14 დღის განმავლობაში სხედან კარანტინაში. თუმცა ისინი პასუხისმგებელნი არიან ამ ვითარებაზე. - თქვა პრეზიდენტმა.

ბიბილოვის თქმით, "რესპუბლიკის ხელმძღვანელობა დიდ ძალისხმევას აიჩენს, რომ ვირუსი სამედიცინო დაწესებულებების კედლებში არ გავრცელდეს, დიდი წვლილი მიუძღვით ჯანდაცვის მუშაკებს.

"მე გირჩევთ ჩაატაროთ სასამართლო პროცესი, დაადგინოთ კონკრეტული კადეტის დანაშაულის ხარისხი, შემდეგ განსაზღვროთ შესაბამისი სასჯელი," - მიმართა ანატოლი ბიბილოვმა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს, იბრაგიმ გასეევსს.

მოსწავლეთა მშობლები, თავის მხრივ, შეთანხმდნენ, რომ შვილების ქცევა მოითხოვს დაგმობას და დასჯას.

"დიახ, მათ ძალიან დააშავეს. მათ დაიმსახურეს დასჯა, ყველა მშობელს ესმის ეს. ამავე დროს, ჩვენ ვთხოვთ, რომ არ გააძევონ უნივერსიტეტიდან", - თქვა ერთ-ერთი სტუდენტის დედამ.

პრეზიდენტი დაჰპირდა, რომ კვლავ შეხვდება მათ და გამოძიების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებას კურსანტთა მშობლებს გააცნობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები