ახალი ამბები
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები მერეთის სიახლოვეს ღობეების გაკეთებას აპირებენ
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები სოფელ მერეთის სიახლოვეს გამოჩდნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრეს-სამსახურის ცნობით, ფაქტის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას უკვე აცნობეს და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გარკვეული ტერიტორია ბალახებისა და ბუჩქებისაგან გაათავისუფლეს და ტერიტორია დატოვეს. შემთხვევა 21 მაისს მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, გასუფთავებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელ ღობეების ინსტალაციას აპირებენ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები