ახალი ამბები
საქაშეთში ქარმა 20-მდე სახლის სახურავი დააზიანა
20 - მდე საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა ძლიერმა ქარმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთში.

ადგილზე უკვე იმყოფებიან გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი და მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები. საცხოვრებელი სახლების სახურავებთან ერთად, ქარმა იმ შენობის სახურავიც დააზიანა, რომელიც მერიას საბავშვო ბაღის მშენებლობამდე დაქირავებული აქვს.




გორის მუნიციპალიტეტის მერი დაზარალებულ მოსახლეობას ადგილზე გაესაუბრა და დახმარება აღუთქვა. მას შემდეგ, რაც მოხდება დაზიანებების დეტალური შესწავლა, მერია მოსახლეობას მაქსიმალურად დაეხმარება.

ძლიერი ქარი და წვიმა სოფელ საქაშეთში დაახლოებით 20 წუთი გრძელდებოდა.



Print

სტატიის გამოყენების პირობები