29 მაისს, 16 საათზე, საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის პროფესიული განვითარების ცენტრი,
შიდა ქართლის რეგიონული ოფისისთვის უმასპინძლებს ონლაინ სემინარს
მასწავლებლების და განათლების საკითხებით დაინტერესებული
ადამიანებისთვის.
ონლაინ სემინარის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
- განთლების სისტემაში არსებული რეალობა, სამომავლო გამოწვევები
და ამ მოცემულობის გათვალისწინება ჩვენს პრაქტიკაში
- სკოლის მოსწავლეების გააქტიურება და მშობლის ჩართულობის ეფექტურობის
გაზრდა
- დიფირენცირებული სწავლების მნიშვნელობა და საჭიროება არსებული
გამოწვევის საპასუხოდ
- სასწავლო გარემო როგორც დიფერენცირებული სწავლების განხორციელების
ხელშემწყობი
- სხვადასხვა ტიპის ტექსტებზე მუშაობის სტრატეგიების გაცნობა /
გაანალიზება
- რამდენად მნიშვნელოვანია სახელმძღვანელოს ამოწურვა
- მომავალი სასწავლო წლის დაგეგმვისთვის მიმდინარე წლის შედეგების
დიაგნოსტირება და ანალიზი
სპიკერი: ნონა არევაძე-კოტორაშვილი
სემინარზე დასასწრებად გაწევრიანდით ჯგუფში:
https://bit.ly/3ehvWdE
სტატიის გამოყენების პირობები