ახალი ამბები
სტალინი და ,,ჰოსტელი" - გორის ტურისტული ბრენდი

 

აღნიშნული გამოკითხვა ,,გორის მუნიციპალური განვითარების სააგენტოს" ინიციატივით ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების გაზიარების პროექტის ფარგლებში ჩატარდა. გამოკითხვის შედეგები გორის ტურისტული ცენტრისთვის გეგმის ნაწილი გახდა.

 

ზაზა კოშაძემ საკრებულოს ბიუროს სხდომაზე, ძირითადად, ორგანიზაციის სტრუქტურულ ცვლილებებზე, ახალი ტურისტული მარშუტების დაგეგმვისა და სხვადასხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობების ჩამოყალიბების გზებზე ისაუბრა. 

 

,,ბოლო ორ თვეში ქალაქში ,,გესთჰაუზების" სისტემა ჩამოყალიბდა და ტურისტული ჯგუფებისთვის ასეთი 20 სახლი უკვე არსებობს" - აღნიშნა ზაზა კოშაძემ. მან ყურადღება ,,ჰოსტელის" ტიპის სასტუმროების მშენებლობის აუცილებლობაზე გაამახვილა. ქალაქის ბიუჯეტიდან ,,ჰოსტელის" მშენებლობა იგეგმებოდა, თუმცა საკრებულოს ბიუროს სხდომაზე, ამ პროექტის დაფინანსების გაზრდა 40 000 ლარით, ჩააგდეს.

 

ზაზა კოშაძე საკრებულოს სთხოვს, რომ კულტურის სამინისტროს წინაშე სტალინის სახლმუზეუმის გადაცემის თაობაზე იშუამდგომლოს. კითხვაზე, დაეხმარება თუ არა ქალაქს სტალინის ძეგლის აღდგენა ტურისტული კუთხით, ზაზა კოშაძე აღნიშნავს, რომ ეს თავისთავად ტურისტული პოტენციალის გაზრდას გამოიწვევს.

 

საკრებულოს წევრმა თამარ თედლიაშვილმა ,,თავისუფალი დემოკრატებიდან" ზაზა კოშაძისგან ბიოგრაფიისა და ხელფასის რაოდენობის დასახელება მოითხოვა.

 

,,მე მენეჯერი კაცი ვარ და აეროპორტიც რომ ჩამაბარონ, იმასაც ვმართავ" - განაცხადა ზაზა კოშაძემ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები